მოსკოვის მერია: დემონსტრაციის შეცვლა სამგლოვიარო აქციად კანონით აკრძალულია

მოსკოვის მერია: დემონსტრაციის შეცვლა სამგლოვიარო აქციად კანონით აკრძალულია

მოსკოვის მერია: დემონსტრაციის შეცვლა სამგლოვიარო აქციად კანონით აკრძალულიაქალაქ მოსკოვის რეგიონული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, კანონის მიხედვით არ შეიძლება ანტიკრიზისული დემონსტრაციის მაგივრად სამგლოვიარო აქციის ჩატარება.
„ვესნას“ საორგანიზაციო კომიტეტი პირველ მარტს დაგეგმილი პოლიტიკური აქციის ნაცვლად ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო სამგლოვიარო აქციის ჩატარებას აპირებს ქალაქის ცენტრში.
„თუკი ორგანიზატორები ახალი აქციის ჩატარებას აპირებენ, მათ წერილობით უნდა მოგვმართონ. კანონით დღეს რაიმეს კარდინალური შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია. განცხადებები მაქსიმუმ 15 და მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა შემოვიდეს“ აცხადებს მოსკოველი ჩინოვნიკი.
„ყველა შემთხვევაში, თუკი რამე იქნება, ეს იმ ღონისძიებების ფორმატში არ იქნება, რომელიც 54-ე კანონის ფ3 მუხლით არის გათვალისწინებული. ჯერჯერობით ვერაფერს დავამატებ“ – თქვა მაიოროვმა.
როგორც ელოდებიან, აქციის ორგანიზატორების და ქალაქ მოსკოვის მერიას შორის დემონსტრაციის მოსკოვის ცენტრში ჩატარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშირიგგარეშე სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინმა ჯარს მოუწოდა ომისთვის მოემზადონ