“მთავარი სოციალური პაკეტები და პროექტები არ შეჩერდება და არ შემცირდება,”-ეკა ბესელია

პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტზე ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებზე იმსჯლებენ.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები არ შეჩერდება.

“მთავარი სოციალური პაკეტები და პროექტები, რომელიც მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით, არ შეჩერდება და არ შემცირდება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხარჯვითი ნაწილის ჯამური შემცირება არ ხდება.

“ჯამური შემცირება ხარჯვითი ნაწილისა არ ხდება. დაახლოებით, 160 მილიონით ხდება სამინისტროებიდან შემცირება,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

banner
წინა სტატიაშიჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
შემდეგი სტატიააფაქიძის #13-ში სამუშაოებს შპს “ტიფლის ბიზნესცენტრი” ახორციელებდა