“მე პრეზიდენტზე ზეწოლას არ ვახდენ,” – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ყოფილმა პრმეიერმინისტრმა რამდენიმე საათის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.
“მე პრეზიდენტზე ზეწოლას არ ვახდენ. რათ უნდა ვინმეს 10 000 კვადრატული ფართი? ამაზე თქვენც უნდა ამოიღოთ ხმა და საზოგადოებამაც. ეს ჩემი მოსაზრება იყო და ახლაც ვიმეორებ,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.