მახირ მამედოვი: „სოკარი“ მზად არის „გაზპრომს“ საქართველოში კონკურენცია გაუწიოს“

„SOCAR Energy Georgia“-ს ხელმძღვანელის მახირ მამედოვის განცხადებით, ნავთობკომპანია მზად არის, რუსულ „გაზპრომს“ ქართულ ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს.

ამის შესახებ მამედოვმა აზერბაიჯანულ მედიას გაუნცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში რუსული გაზის მიწოდების გაზრდა ქვეყანაში კონკურენტულ გარემოს გაზრდის.

„ეს თავისუფალი ბაზარია და სხვა კომპანიის გამოჩენა კონკურენციის ხარისხს ზრდის, რაც ნიშნავს, რომ გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი. თუ საქართველო გადაწყვეტს რუსული გაზის მიწოდებას, თავისთავად, ჩვენ სამომავლო განვითარებისთვის ახალ პირობებზე ვიფიქრებთ. ჩვენ მზად ვართ კონკურენცია გავწიოთ“, – განაცხადა მახირ მამედოვმა.

როგორც „სოკარის“ ხელმძღვანელმა აღნინშა, „გაზპრომის“ ქართულ ბაზარზე გაძლიერება დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს კომპანია „სოკარის“ საქმიანობაზე.

„საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გადაზიდვები ისედაც არსებობდა და ისინი ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. რაც შეეხება გაზის მიწოდებას თავად საქართველოში, სოციალური მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების მოცულობა კონტრაქტითაა გაწერილი, განსაზღვრული დროით. რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, ჩვენ მოკლევადიან შეთანხმებებს ვაწარმოებთ“, – დასძინა მამედოვმა.

banner
წინა სტატიაშიოქტომბრის მონაცემებით, პატიმართა გარდაცვალების 11 ფაქტი დაფიქსირდა
შემდეგი სტატია“ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე” – კალაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ფარულ ჩანაწერზე