ლევან მამალაძე, სულხან მოლაშვილი და ემზარ კვიციანი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამართლიანობის აღდგენას იწყებენ

ემზარ კვიციანი პერმანენტული აქციების ჩატარებით იმუქრება

”სახალხო სამართალი” – ასე ჰქვია საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც- ლევან მამალაძემ, სულხან მოლაშვილმა და ემზარ კვიციანმა დააფუძნეს.

დამფუძნებლების თქმით ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა ვერ შეძლო, მოძრაობა კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გამოუძიებელი საქმეების გამოძიებას შეძლებს.

საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის დროს- ბრიფინგზე ლევან მამალაძემ უკრაინიდან – სულხან მოლაშვილმა კი საფრანგეთიდან სკაიპით ისაუბრა.

„პოლიტიკურ პროცესებს ისევ სააკაშვილი მართავს და ოდესიდან დავალებებს იძლევა, ეს არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდოდა თუ ნახევრად სახელმწიფო მივიღეთ?“ – განაცხადა ლევან მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულებისათვის ზარალის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტს საკრებულო ხვალ დაამტკიცებს