კალაძის განმარტებით უსაფრთხოების მიზნით მოხალისეების ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის

თამარაშვილის ქუჩაზე შეკრებილი მოხალისეები დილიდან სამუშაოების განაწილებას ელოდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ, ორგანიზატორებმა მათი დახმარების მიღებაზე უარი თქვეს.

შეკრებილ მოხალისეებს ვიცე-პრემიერი შეხვდა და მადლობა გადაუხადა დახმარების სურვილის გამოთქმისთვის, თუმცა კახა კალაძემ თქვა, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დამატებითი რაოდენობა მოხალისეების საჭირო აღარ არის.

“ძალიან ბევრი სამუშაო ჩასატარებელი. ძირითადად მერია თავისი სამსახურებით ახერხებს ამას. თუ საჭირო გახდა ჩვენ გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ ჯარი და გვარდია, ამიტომ ვთხოვთ ყველას რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ასეთ სამუშაოებში ჩართულობისათვის.” – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის დაზვერვამ აგენტები გამოიწვია
შემდეგი სტატიამეწყერი კახეთში – მიწის დიდი მასა მდინარე დურუჯის სათავეში ჩამოწვა