ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა სირიაში ქრისტიანული ეკლესია ააფეთქეს

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა სირიაში ქრისტიანული ეკლესია ააფეთქეს

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა სირიაში ქრისტიანული ეკლესია ააფეთქესექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ბულდოზერებით დაანგრიეს ქრისტიანული მონასტერი, რომელიც პატარა ქალაქ ელ-კაიატეინში იყო აშენებული.

ქალაქი პალმირას და კალამუნის მთებს შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს.
პალმირა ჯიჰადისტებმა რამდენიმე თვის წინ დაიკავეს, მას შემდეგ სახელმწიფო არმიამ არა ერთხელ სცადა მისი დაბრუნება, მაგრამ ამაოდ.

ელ-კარიატეინის აღებასთან ერთად, ჯიჰადისტებმა 200 ადამიანი აიყვანეს ტყვედ, ტყვეების ნაწილი, დაახლოებით 110 ადამიანი მათ სირიის რაკკაში გადაიყვანეს, რომელიც ბოევიკების ძირითადი პუნქტია.

ჯიჰადისტების თქმით, მათი მიზანია “წმინდა ისლამის” დამკვიდრება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზურ ტოპონიმიკაში დაახლოებით 100 ახალი სახელწოდება გაჩნდა – ამბობს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი ლევარდ ბარციცი
შემდეგი სტატიარადიო “აფხაზეთის ხმის” მაუწყებლობა აღდგენილია