აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზურ ტოპონიმიკაში დაახლოებით 100 ახალი სახელწოდება გაჩნდა – ამბობს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი ლევარდ ბარციცი

უკანასკნელი 5 წლის მანძილზე აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზურ ტოპონიმიკაში დაახლოებით 100 ახალი სახელწოდება გაჩნდა - ამბობს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი ლევარდ ბარციცი.

უკანასკნელი 5 წლის მანძილზე აფხაზეთის ტერიტორიაზე  აფხაზურ ტოპონიმიკაში დაახლოებით 100 ახალი სახელწოდება გაჩნდა - ამბობს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი ლევარდ ბარციცი.“უკანასკნელი 5 წლის მანძილზე აფხაზეთში მომსვლელები თავიანთი სურვილით სახელებს არქმევენ ადგილებს, მდინარეებს, მთებს. ჩვენი დათვლით დაახლოებით 100 ახალი ტოპონიმია გაჩენილი. ეს სერიოზული პრობლემაა” – ამბობს ბარციცი, რაც მისი თქმით „აფხაზეთის ეთნოკულტურას ართულებს“.
“იყო დრო, როცა ქართველები თვითნებურად აძლევდნენ სახელწოდებას დასახელებებს იმ ადგილის საპატივცემულოდ საიდანაც გადმოსახლდნენ. მაგალითად, აგარაკი, რომლის სახელი მანამდე ამჟიკუხუ იყო. დღეს, გეოგრაფიული ადგილების სახელები აფხაზური კულტურის თავისებურებების უცოდინრობით ზიანდება. ეს ყველაფერი კი ჩვენი ეთნოკულტურის განვითარებას უშლის ხელს. აფხაზეთის ტოპონიმიკა – ეს ჩვენი კულტურაა, ჩვენი წესები და ისინი უნდა შევინარჩუნოთ ” – განაცხადა ბარციცმა.
“ჩვენი პირველი დანიშნულებაა აფხაზეთის ტოპონიმიკის დალაგებაა, რომელიც შემდეგ აფხაზეთის ხელისუფლებამ უნდ ა დაამტკიცოს. ძალიან რთულია, როცა ერთ ადგილს რამდენიმე სახელი აქვს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სწორი სახელმძღვანელო გვეჭიროს ხელში” – განაცხადა ბარციცმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში შესაძლოა, Windows 10-ის გამოყენება აკრძალონ
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა სირიაში ქრისტიანული ეკლესია ააფეთქეს