ირაკლი ღარიბაშვილმა ერთიანობის მარშში მიიღო მონაწილეობა

პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, მშვიდობიან მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3-კილომეტრიანი მარშრუტი გაიარეს.
მარშის მსვლელობისას ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ და პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი. ასევე, ევროკავშირის ლიდერები ჟან-კლოდ იუნკერი და მარტინ შულცი.
მარშის დროს, მიმდებარე სახლების მცხოვრებლები ლიდერებისა და მარშში მონაწილეთა კოლონებს აპლოდისმენტითა და შეძახილებით ხვდებოდნენ. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ დღევანდელი აქცია ათეული წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

banner
წინა სტატიაშიპარიზში მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გამართული მარში დასრულდა
შემდეგი სტატიაბრიუსელში გაზეთ “Le Soir”-ის რედაქციიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა