ირაკლი ალასანია უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ირაკლი ალასანია

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“მინდა, ,,თავისუფალი დემოკრატების” სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო. უკრაინის გამარჯვება და ძლიერი მომავალი, ჩვენს გამარჯვებასაც ნიშნავს. ჩვენს ერებს საერთო მიზნები აერთიანებთ – თავისუფლებისკენ სწრაფვა და დასავლური ღირებულებები. მჯერა, უკრაინელი ხალხი ღირსეულად მოიგებს ბრძოლას ნათელი მომავლისთვის”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ენგურჰესზე” ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების მორიგი შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს