ია მეტრეველი: საზღვარი არ აქვს დამნაშავეების თავხედობას, განსაკუთრებით დონაძისა და ფირცხალავას

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მისი შვილის საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბრობს. როგორც საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ია მეტრეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი პროცესი კიდევ სამი კვირით გადაიდო. იმ პირობებში, როდესაც უამრავი მოწმეა დასაკითხი, ია მეტრეველის თქმით, სავარაუდოდ, სასამართლო განხილვები ორი წელი გაგრძელდება. ამასთან, ია მეტრეველმა განაცხადა, რომ საქმეზე ბრალდებულები, განსაკუთრებით ირაკლი ფირცხალავა და გურამ დონაძე “თავხედურად იქცევიან პროცესებზე”.
“დღეს დაიკითხა ბუტას მეგობარი, რომელიც სიმართლეს ყვება და იხსენებს იმ ფაქტს რაც იყო. ეს კრიმინალები, რომლებიც დღესაც კარგად გრძნობენ თავს სასამართლოზე, თითქმის საკუთარ სახლში არიან ისე იქცევიან და არ ერიდებიან პროკურორების შეურაცხყოფას. მოწმეს უსვამდნენ დამაბნეველ, უაზრო და ერთი და იგივე შეკითხვებს. არ მომწონს ის, რომ ხანგრძლივი ვადით იდება სასამართლო სხდომები. ახლაც სამი კვირით გადაიდო, უამრავი მოწმეა დასაკითხი და ალბათ, ორი წელი გაგრძელდება განხილვები. საზღვარი არ აქვს დამნაშავეების თავხედობას, განსაკუთრებით დონაძისა და ფირცხალავას”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
რობაქიძის საქმეზე სასამართლოს სხდომა 29 მაისს, 16:00 საათზე განახლდება. ამ საქმეზე შს სამინისტროს ყოფილი წარმომადგენლები არიან ბრალდებული, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებების ფალსიფიცირება ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3294 ლარია
შემდეგი სტატიაკინორეჟისორი რეზო ჩხეიძე დაკრძალეს