იაროში რადაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება

როგორც უკრაინული ,,მემარჯვენე სექტორის,, ლიდერმა დმიტრი იაროშმა უკრაინულ ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მან შეიძლება ხელყუმბარა პირდაპირ რადას სხდომათა დარბაზში ააფეთქოს!

“მე მომავალ სესიებზე აუცილებლად ხელყუმბარით ვივლი, რემეთუ უკრაინული რადას ზოგიერთი დეპუტატის გვერდით ყოფნა, რომლებიც უკრაინის აშკარა მტრები არიან, ჩემთვის დისკომფორტს წარმოადგენს და უკიდურეს შემთხვევაში იმ ხელყუმბარას მათკენ ვისვრი”,- განაცხადა იაროშმა და დასძინა, რომ ამას სერიოზულად ამბობს და ის აქამდეც იარაღით დადიოდა რადას სხდომებზე.

“რადას დაცვას ჩვენი გაჩრეკვის უფლება არააქვს და კითხვაზე მაქვს თუ არა იარაღი, მე დაცვას სიმართლეს არ ვეუბნები”,- განაცხადა იაროშმა.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ,,მემარჯვენე სექტორი,, მიუხედავად შეთავაზებული მრავალი ვარიანტისა, არ დაეთანხმა პრეზიდენტ პოროშენკოს მცდელობას, მოეხდინა ამ შეიარაღებული ორგანიზაციის, რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის ქვეშ ლეგალიზება და ისინი დღემდი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებად რჩებიან.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
შემდეგი სტატიააფრიკული “ბოკო ჰარამი” სულ უფრო დაუნდობელი ხდება