თინა ხიდაშელი: მე პრობლემას ვერ ვხედავ

ჩვენ შევიძინეთ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია

პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთეს მინისტრობის ახალმა კანდიდატებმა.

„პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს ეს 7 დღიანი ვადა და იყენებს ამ ვადას. შესაბამისად მე პრობლემას ვერ ვხედავ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა.

გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატს სხვა მოლოდინები ქონდა. გიგლა აგულაშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში, როდესაც ყველას აწუხებს ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხები და ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მისი სურვილი იყო, რომ მთავრობას ჰქონოდა შესაძლებლობა, უფრო სწრაფად შედგომოდა მუშაობას.

“მაგრამ პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და ეს მისი უფლებაა”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: პრეზიდენტმა საზოგადოებას და პარლამენტსაც დაანახა, რომ მას აქვს უფლება, ერთი კვირით შეაჩეროს მთავრობის დამტკიცება
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : ვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას