ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას “ღირსეულ გადაწყვეტილებად” აფასებს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას “ღირსეულ გადაწყვეტილებად” აფასებს. კალაძის აზრით, “ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება” .
“იყო რაღაც გაურკვევლობა მის განცხადებასთან დაკავშირებით, რასაც პარლამენტარების მხრიდან განცხადებები მოჰყვა. გადაწყვეტილება კი, რომელიც დღეს მოვისმინეთ, ღირსეულ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. ვფიქრობ, ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას.
ვიცე-პრემიერმა კომენტარი გააკეთა აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ “რამდენიმე მოღალატის გამოვლენა მოხდა, რომლებიც პარტიიდან გაირიცხნენ”.
“რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, პოლიტსაბჭომ იმსჯელა და განცხადებაც გაავრცელა ამ საკითხზე – გამოიკვეთა რამდენიმე მოღალატე, რომლებიც გაირიცხნენ პარტიიდან. ამ ეტაპზე უმაღლესი საბჭო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ვფიქრობ, სიტუაცია დარეგულირდება და დასტაბილურდება”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2230 ლარი გახდა