ვეფხვის მიერ დაზიანებული ზოოპარკის თანამშრომლის გულიკო ჭიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

e114ae77d0a9bb1fd615649ce5cd2874_XL-cr-431x256ვეფხვის მიერ დაზიანებული ზოოპარკის თანამშრომლის გულიკო ჭიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა-ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

“ჩვენი გულიკო უკეთაა. გონს გუშინ მოვიდა და დღეს უკვე პალატაში გამოწერეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჭრილობებს უმუშავებენ და შესაბამისი მკურნალობაც უტარდება. გადავეცით თქვენი კეთილი სურვილები. მოვუყევით, როგორ გულშემატკივრობთ, გვწერთ, კითხულობთ და აუჩუყდა გული… ექიმები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები და თავად გულიკოც ყოჩაღადაა. თავისი პატარა აღსაზრდელები ენატრება. ნეტავ უჩემოდ როგორ არიან მარტა, ტროა და ევაო…”, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის „ფეისბუქის“ გვერდზე .
თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე ვეფხვმა 26 მაისს დააზიანა. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ის ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა. დაზარალებული სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებულს ხელის ამპუტაცია დასჭირდა.

banner
წინა სტატიაშიაქცია ზუგდიდში – ანი ნადარეიშვილი ივანიშვილისგან დაზარალებულებს კომპენსაციას პირდება
შემდეგი სტატიარაულ ხაჯინბა აფხაზეთში ისტორიული ძეგლების უმოწყალო ნგრევაზე საუბრობს