რაულ ხაჯინბა აფხაზეთში ისტორიული ძეგლების უმოწყალო ნგრევაზე საუბრობს

soveshanie_280515დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, პროკურატურისა და აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეში ისტორიული ძეგლების მდგომარეობაზე ისაუბრა…

,,ძეგლები, რომლებმაც გაუძლეს საუკუნეებს და მოვიდნენ ჩვენს დრომდე… დღეს გნრევის პირას დგანან. შეხედეთ რას დაემსგავსა ჩვენი ტაძრები,, განაცხადა ხაჯინბამ, რომელმაც რამდენიმე ისტორიული ძეგლის მაგალითზე, ძეგლების აღდგენის პროცესის მიმართ აღშფოთება გამოხატა… ,,მსგავსი აღდგენის პროცესით, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძეგლების ისტორიული სახე,, აცხადებს დე-ფაქტო პრეზიდენტი.

ხაჯინბას განმარტებით, იმ 1627 ისტორიული ობიექტიდან, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, სოხუმში არსებულთა გარდა, არც ერთი შესწავლილი არ არის… ბევრი მათგანი არენდით არის გაცემული ხოლო ზოგიერთი მათგანის მიზანმიმართულ ნგრევაში გარკვეული პირები მონაწილეობდნენ… ,,უცნობია ვინ დგას ამ ობიექტების უკან… რატომ ხდება მათი უმოწყალო ნგრევა და როგორია ამ ობიექტების საარენდო დამოკიდებულება. გულირიფშში დანგრეულია არქიტექტურული ძეგლი…  ჩვენ რა, არ ვიცით სად წავიდა ამ ობიექტიდან აგურები? პროკურატურავ! მე მოგიწოდებთ გაიაროთ ცენტრალურ ქუჩაზე და თქვენ აღმოაჩენთ ამ აგურებს! ისინი მკვეთრად განსხვავდებიან სხვებისგან. ჰკითხეთ იმ ხალხს ვინ მიჰყიდა მათ ეს აგურები! ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთს სიმართლეს არ ვეუბნებით,, განაცხადა რაულ ხაჯინბამ.

აფხაზური მედიის ცნობით, ხაჯინბასტან თათბირზე გადაწყდა, რომ შეიქმნება აფხაზური ე.წ. სახელმწიფო კომისია, რომელიც კულტურის და ძეგლთა დაცვის დე-ფაქტო სამინისროსთან ერთად, ისტორიული ძეგლების საკითხით დაკავდება.

TIMER-AA

 

banner
წინა სტატიაშივეფხვის მიერ დაზიანებული ზოოპარკის თანამშრომლის გულიკო ჭიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიააშშ-მ ფიფა-ს რუსეთის გამო დაარტყა…