აქცია ზუგდიდში – ანი ნადარეიშვილი ივანიშვილისგან დაზარალებულებს კომპენსაციას პირდება

10426299_1601062806845387_2556390662421304705_n,,თაიმერის,, ინფორმაციით, ზუგდიდში „თავისუფლებისა და მხარდაჭერის“ ცენტრის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები მოქმედი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების და მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. აქციაზე ინტერნეტის საშუალებით შეკრებილებს თავად მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა და მთავრობა გააკრიტიკა. ამასთან, „თავისუფლებისა და მხარდაჭერის“ ცენტრის დამფუძნებელმა ანი ნადარეიშვილმა გაახმოვანა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის მხრიდან დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მოხდება.
11214213_1601062860178715_2638188937274677029_n„ყველა დაზარალებულს შეუძლია, დარეგისტრირდეს ჩვენს ორგანიზაციაში და მე გპირდებით, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ჯიბიდან ამოვიღებთ იმ ფულს, რომელიც უკანონოდ ჩაიდო და ამ ადამიანებს დავუბრუნებთ. ეს ეხება სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს, უკანონოდ დაპატიმრებულებს და ა.შ.“, – განაცხადა ნადარეიშვილმა
20308_1601058523512482_7454880829477122297_n,,თაიმერის,, კორესპოდენტის ცნობით, აქციის დასასრულების შემდეგ, მონაწილეებსა და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდაგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს… თუმცა პოლიცია დროზე ჩაერია და განმუხტა სიტუაცია.

banner
წინა სტატიაშიპლატინის ბლატერი არ ჭირდება… ის ფიფას პრეზიდენტად იორდანელ პრინც დაუჭერს მხარს
შემდეგი სტატიავეფხვის მიერ დაზიანებული ზოოპარკის თანამშრომლის გულიკო ჭიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა