ერდოღანი: კაცობრიობას უნდა რცხვენოდეს

ერდოღანი: კაცობრიობას უნდა რცხვენოდეს

ერდოღანი: კაცობრიობას უნდა რცხვენოდესთურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა თქვა, რომ კაცობრიობას უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რაც დღეს მიგრაციაში ხდება. ეს განცხადება მან მოსკოვში მეჩეთის გახსნისას გააკეთა.

“სირიიდან, ეგვიპტედან, ლიბიიდან – ქვეყნებიდან რომლებიც ჩვენს მეზობლად არიან – ხალხი ევროპას მიაწყდა, რომ თავს უშველოს და მშვიდად იყოს. ჩვენ მწუხარებით სავსე ვართ, რადგანაც საშინელებაა უყურო, ადამიანები როგორ კარგავენ რელიგიური აღმსარებლობის უფლებას, უფლებას დაიცვან საკუთარი მიწა და ფესვები, და მთავარია, უფლებას ჰქონდეთ სიცოცხლის უფლება. ის, რაც ხმელთაშუა ზღვაზე ხდება – ეს კაცობრიობის სინდისზე იყოს. ამის გამო მთელ მსოფლიოს უნდა რცხვენოდეს” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პრობლემის გადაწყვეტა ქვეყნებში მშვიდობის დამყარებაშია და არა იმაში, რომ საზღვრები დაკეტო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: უშიშროების საბჭოს ფორმატზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად არ არსებობს
შემდეგი სტატია“სჯობს ვიყოთ ხოლმე ყველანი”- დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოზე –