საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად, – ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი საუბრობს.
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს უპერსპექტივოს უწოდებს. მისი განცხადებით, მოქმედი მთავრობა ქვეყანას შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან ვერ გამოიყვას, ეს კი სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაურესებას გამოიწვევს.