ეკა გიგაური – ჩვენ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აღარ წარვადგენთ

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები” და მათი რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაცია პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატს აღარ წარუდგენს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო მიიღეს.
“მთელი სამოქალაქო სექტორის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს არის ჩვენი და რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაციის გადაწყვეტილება. იმ ვითარებაში, როცა ჩვენ წინააღმდეგ ასეთი კამპანია მიმდინარეობს, ვიფიქრეთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება შესაძლოა, ყოფილიყო გზავნილი პარლამენტში უმრავლესობისთვისაც, რათა კანდიდატი, რომელსაც ჩვენ წარვადგენდით, არ არჩეულიყო. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვინდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელმაც შეიძლება დაიკავოს ეს პოზიცია და რომლის წარდგენასაც ჩვენ ნამდვილად ვფიქრობდით”,- განმარტა ეკა გიგაურმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ამ მიმართულებით აქტიურობისკენ პროფესიულ წრეებს მოიწოდა და სთხოვა, პრეზიდენტს თავიანთი კანდიდატურა წარუდგინონ.
“ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, იაქტიუროს საზოგადოებამ, პროფესიულმა წრეებმა – სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების იურიდიულმა ფაკულტეტებმა წარმოადგინონ კანდიდატები, იმისთვის რომ პრეზიდენტს უფრო დიდი არჩევანი ჰქონდეს. ჩვენ მოხარულები ვართ რომ კრიტერიმების დადგენაში და შესაბამის პროცესში მაინც მივიღეთ აქტიური მონაწილეობა”, – აღნიშნა გიგაურმა.
რაც შეეხება იმას, უერთდება თუ არა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მათ გადაწყვეტილებას, გიგაურის თქმით, საია-ს კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით ისედაც უარყოფითი პოზიცია ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიმეზობლების თქმით, ლელა ავლოხაშვილი ბინისთვის ფულს აგროვებდა
შემდეგი სტატიაპოლონეთის სეიმმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა