„ევროკავშირის აზრით, საქართველოს მთავრობა სწორად მოქმედებს“

ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებას სთავაზობს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტესტუტის ჯანკაუსკასის განცახდებით, საოკუპაციო ზოლთან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ სწორი მოქმედებები უნდა გააგრძელოს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ საზღვრის გავლების პროცესს უფრო ინტენსიური სახე ჰქონდა რამდენიმე წლის წინ.

„ახლა ბევრი მსგავსი ფაქტი არ გვინახავს. ველით, რომ ვითარება დამშვიდდება. გუშინ ყველა შევთანხმდით, რომ სიტუაცია ისეთივე უნდა შევინარჩუნოთ, როგორიც შაბათ-კვირას იყო. ჩვენ განვიხილავთ ჰუმანიტარული სახის საკითხებს, რადგან ხაზების გავლება და ბანერების დამონტაჟება ხალხს ერთმანეთთან აშორებს. ხელს უშლის, შევიდნენ საკუთარ მიწის ნაკვეთზე, მოინახულონ სასაფლაოები და ოჯახები. ევროკავშირის აზრით, საქართველოს მთავრობა სწორად მოქმედებს და ასე უნდა გააგრძელოს,“ – განაცხადა ტესტუტის ჯანკაუსკასიმ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ვახტანგ გომელაურისგან პასუხს ელის, გაიტანეს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების შემცველი დოკუმენტაცია რუსეთში
შემდეგი სტატია“ნუ დავინდობთ ერთმანეთს, მოვაწყოთ საჩვენებელი გამოსვლები და შემდეგ ვუყაროთ კენჭი რეზოლუციებს”