ედიშერ თოლორაიამ პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა

ზუგდიდის გამგებელმა, ედიშერ თოლორაიამ დეპუტატობაზე უარი განაცხადა. როგორც “თაიმერთან” საუბრისას თოლორაიამ აღნიშნა, მან ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

გამგებლის განმარტებით, ის ხალხის მიერ არის არჩეული, რომელთაც ვერ უღალატებს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლე, სწორედ ედიშერ თოლორაიაა.

შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძე, რომელიც დღეს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა, პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით გახდა და მას სიაში სწორედ ედიშერ თოლორაია ცვლის. თოლორაიას უარის შემთხვევაში, შემდეგი კანდიდატი, ვინც საგანელიძე უნდა შეცვალოს, ვლადიმერ აჩბაა.

პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლის საკითხი ჯერ ცესკო-მ უნდა განიხილოს და შემდეგ კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინოს.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი გახსნა+ვიდეო
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: უშიშროების საბჭოს ფორმატზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად არ არსებობს