დიდი ტრაგედია მექასთან ახლოს!!! დაღუპულია 700-ზე მეტი მუსლიმი მომლოცველი!!!

დღეს, ყურბან ბაირამის დღესასწაულზე, საუდის არაბეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მექასთან ახლოს ქალაქ მინაში, მუსლიმთა წმინდა ადგილზე მოწყობილი რიტუალის დროს მომხდარ ჭყლეტაში  717 ადამიანი დაიღუპა და დაშავებულია 800-ზე მეტი….
ჰაჯის ორგანიზების ირანული სამსახურის უფროსის საიდ ოჰადის განცხადებით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების თვალსაზრისით შეცდომა დაუშვა… ,,უცნობი მიზეზებით, დაკეტილი იქნა გასასვლელი, რომელიც ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალის სიახლოვეს იყო, რამაც ჰაჯის რიტუალის ასეულობით მონაწილე მოაყოლა ჭყლეტაში და მათი გარდაცვალება გამოიწვია,,
არაბული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია 220 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და 4000 მაშველი.
შეგახსენებთ, რომ ,,ყურბან ბაირამის,, დღესასწაულზე მუსლიმთა წმინდა ადგილებში მოსალოცად (ჰაჯის რიტუალის ჩასატარებლად) მილიონობით მომლოცველი ჩადის და ადამიანთა ამხელა მასის მოძრაობა ხშირად მსხვერპლით მთავრდება… მაგალითად 2006 წელს ჰაჯის დროს ჭყლეტაში 346 მომლოცველი დაიღუპა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისოფელ დვანიდან გატაცებული მოზარდი თავისუფალია
შემდეგი სტატიაკადიროვმა მექასთან მომხდარ ტრაგედიას ,,ალაჰის საჩუქარი,, უწოდა…