დაპირისპირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე-ერთმანეთში ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წევრებმა იკამათეს.
ლევან ბეჟაშვილმა სხდომაზე უკმაყოფილება გამოთქვა ვენეციის კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაციაში ნაციონალური მოძრაობის წევრების არყოფნის გამო.
უმცირესობის წევრის განცხადებით უმრავლესობამ კომისია მისთვის სასურველი, დაახლოვებული ოპოზიციონერებით დააკომპლექტა.
დეპუტატების კამათის შემდეგ განმარტებები საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.