პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 6 მილიონი ლარით შეამცირებს

პარლამენტი ბიუჯეტს 6 მილიონი ლარით შეიმცირებს. ამის შესახებ განცხადება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

„ხაზინადართა საბჭომ იმსჯელა პარლამენტის ბიუჯეტის საკითხზე და ჩვენ გამოვძებნეთ 6 მილიონი ლარი, რომლითაც შეიძლება შემცირდეს პარლამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, როგორც ერთჯერადი ღონისძიება და დღეს ვაცნობებთ მთავრობას,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანო პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც ბიუჯეტის შეკვეცის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო და გაახმაურა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2826 ლარია
შემდეგი სტატიადაპირისპირება პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის