გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში დარჩა

სასამართლომ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი ოქროპირიძე, პატიმრობაში დატოვა.

გიორგი ოქროპირიძის დედამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

გიორგი ოქროპირიძე სამართალდამცველებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ მას 2 ახალი ბრალი – ცრუ დასმენა და ცრუ ჩვენება, წაუყენეს.

გამოძიების მასალების მიხედვით, ოქროპირიძემ მის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში მე-6-ე საპატიმროს თანამშრომლებს უსაფუძვლოდ დასდო ბრალი. თავად ბრალდებული კი ამტკიცებს, რომ მას ციხეში აწამებენ.

პოლიტიკურ დევნასა და უკანანო პატიმრობაზე საუბრობს ოქროპირიძის ადვოკატიც, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლოზე არსებითი განხილვის დროს საქმის დახურვას მოითხოვს.

გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულის სტატუსით 2014 წლის 5 სექტემბერს დააკავეს. მისი მოთხოვნით, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. თუმცა, ნაფიცების ხმები გაიყო და გადაწყვეტილება მათ ვერ მიიღეს.

ახლა სასამართლო ისევ ნაფიცი მსაჯულების შეკრებას ელოდება.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ადასტურებს, რომ “პანორამა თბილისი” მისი ინიციატივით ხორციელდება
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა