“ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
“თუმცა, ხელისუფლებამ რომელიც ჩვენგან წართმეული მილიონებით საკუთარ შვილებს უცხოეთში ძვიდაღირებულ სასწავლებლებში აგზავნის, ჩვენი ბავშვებისათვის ვერ გაიმეტა ახალი წიგნები. უფრო მეტიც, მშობლებს კატასტროფულად გაუძვირა სახლემძღვანელოები და სასკოლო ნივთები.
მოსწავლეებისათვის განკუთვნილი ფული ოლიგარქის მთავრობამ საკუთარი პრემიების, დანამატებისა და მივლინებებისათვის გამოიწერა. მივმართავთ ივანიშვილს! ბავშვებს მაინც ნუ ატყუებს და ნუ დაუმსხვერევს ოცნებებს. კეთილი ინებოს, ახალი წიგნებისათვის მაინც გაიმეტოს თანხა”,- განაცხადა გიორგი გუგავამ.