ნავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილეებმა საწვავი გააიაფეს

ნავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილეებმა საწვავი გააიაფეს

ნავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილეებმა საწვავი გააიაფესნავთობპროდუქტების ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშეებმა საცალო ქსელში საწვავი გააიაფეს.

„ლუკოილმა” ფასები 5 თეთრით შეამცირა და მის ქსელში ევრორეგულარი 1,83 ლარი ღირს, ევროსუპერის ფასი კი, 2,09 ლარია.

„ვისოლის” და „სოკარის”ქსელშიც ყველა მარკის საწვავი 5 თეთრით გაიაფდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მკვეთრი რყევით ხასიათდება, რამაც ექსპერტთა შეფასებით ტრეიდერებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა.

ორშაბათის ვაჭრობაც ნავთობის გაიაფებით დაიწყო. თბილისის დროით, 10.39 საათისთვის 1 ბარელი ნავთობის ფასი 47,82 აშშ დოლარია.

” – მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა, ჩვენს ქსელში არსებულ ბენზინის პროდუქტზე ფასი კიდევ 5 თეთრით შევამციროთ. თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება”, – აცხადებს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა: ბავშვებს მაინც ნუ ატყუებს და ნუ დაუმსხვერევს ოცნებებს
შემდეგი სტატიამევენახეებმა კახეთში ბაკურციხე-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს