ეგვიპტის უშიშროების ძალებმა შემთხვევით მექსიკელი ტურისტები დახოცეს

ეგვიპტის უშიშროების ძალებმა შემთხვევით მექსიკელი ტურისტები დახოცეს

ეგვიპტის უშიშროების ძალებმა შემთხვევით მექსიკელი ტურისტები დახოცესეგვიპტის უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა შეცდომით 12 მექსიკელი ტურისტი დახოცეს – მათ ეგონათ, რომ ისინი ისლამისტები იყვნენ.
ეგვიპტის შსს-ს განცხადებით, დაღუპულების გარდა დაახლოებით 10 ადამიანი დაიჭრა სროლისას, რომელიც სამხედროებმა გახსნეს. დაშავებულთა შორის ეგვიპტის მოქალაქეც არის.
ინციდენტი მოხდა მაშინ, როცა ტურისტებით სავსე 4 ჯიპი “აკრძალულ” ზონაში შევიდა. განცხადებაში არ არის მითითებული, სად არის “აკრძალული ზონა”.
ეგვიპტის შსს საქმეს იძიებს. მომხდარიდან ერთი დღით ადრე ისლამურმა სახელმწიფომ განცხადება გააკეთა, რომ ისინი დასავლეთ უდაბნოში იმყოფებიან. ეს ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი ახლა ისლამისტების ბაზაც გახდა.
ბიბისის ცნობით, ტურისტების დახოცვის ფაქტმა მექსიკა შოკში ჩააგდო.

banner
წინა სტატიაში“მოქალაქე” უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა: ბავშვებს მაინც ნუ ატყუებს და ნუ დაუმსხვერევს ოცნებებს