გიგა ბოკერია: სამწუხაროდ, ამ მხრივ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდნენ. შეხვედრაზე გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, გია ბარამიძე, დავით დარჩიაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

“საქართველოს ამოცანაა რომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები ისტორიული მისიის შესასრულებლად, ევროპის წიაღში დასასრულებლად , გასაწევრიანებლად. შემდეგი ნაბიჯებია ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მოპოვება რიგის სამიტზე და უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მთავრობის მოვალეობაა რომ აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ არ შეუქმნას პრობლემები თავისი პოლიტიკით ქვეყნის შიგნით ევროპული ტრანსფორმაციის პროცესს. სამწუხაროდ, ამ მხრივ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა გვაქვს ივანიშილის ქმედებების გამო. ევროკომისარი ჰანის ვიზიტი ამ თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი და საერთო ამოცანა მთელი ქართული საზოგადოების და პოლიტიკური ძალის არის ის რომ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად”–განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ .

banner
წინა სტატიაში“სამწუხაროა, რომ დასაქმების კანონი და პროცესი ასეთი მოუქნელია”
შემდეგი სტატია“ფეხბურთი ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაშია”