გერმანიაში სამკურნალოდ წაყვანილი ბავშვი გარდაიცვალა, ცხედარს კი ვერ პოულობენ

გერმანიაში სამკურნალოდ წაყვანილი ბავშვი გარდაიცვალა, ცხედარს კი ვერ პოულობენ

გერმანიაში სამკურნალოდ წაყვანილი ბავშვი გარდაიცვალა, ცხედარს კი ვერ პოულობენდვალიშვილების ოჯახი 4 წლის გარდაცვლილ შვილს გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ეძებს. ამის შესახებ „რუსთავი 2“ იტყობინება.

ანდრეა დვალიშვილის დედის, მარიამ ხუბულაშვილის თქმით, ბავშვი 19 აგვისტოს ორგანიზაციამ „ჯანმრთელი ბავშები“ სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანა, თუმცა ის გარდაიცვალა. ბავშვის მშობლებისთვის უცნობია, სად, რა ვითარებაში და რა მიზეზით მოხდა მოზარდის გარდაცვალება.

მარიამ ხუბულაშვილი ამბობს, რომ მის შვილს სასუნთქი გზების დაავადება ჰქონდა. გერმანიაში გამოკვლევები ჩაუტარდა და კვირას უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა შაბათს აცნობეს, რომ 4 წლის ანდრეა დვალიშვილი გარდაიცვალა.

ორგანიზაციია „ჯანმრთელი ბავშვების“ ხელმძღვანელი მედია აბრამია აცხადებს, რომ მიუხედავად გერმანულ მხარესთან მუდმივი კონტაქტისა, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მისთვისაც უცნობია.
აბრამიას თქმით, ცნობების მოძიება გერმანიაში არასამუშაო დღეების გამო გართულდა.

ანდრეა დვალიშვილის გარდაცვალების საქმეს გერმანიაში ქართული დიპლომატიურო უწყება სწავლობს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი გერმანიის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაშია გადასვენებული, ცხედარს დღეს დილით ექსპერტიზა უნდა ჩატარდებოდა.

ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული იოსებ ჩხიკვიშვილი გერმანული პოლიციისგან ინფორმაციას ელოდება, რის შემდეგაც კონსული მედიისთვის განმარტებებს გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიკურსის დამატებით მერყეობას არ ველოდებით–არჩილ მესტვირიშვილი
შემდეგი სტატიატარანტინომ “ნამდვილი დეტექტივი” და “ოსკარზე” ნომინირებული ფილმები გააკრიტიკა