გალში ავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა

gali-saswrafo23 სექტემბერს დილით გალის ცენტღში დიდი სისწრაფით მიმავალი ,,მერსედესის,, მარკის ავტომობილი სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა…

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ საწრაფოდახმარების მანქანა გზიდან გადავარდა… შედეგად კი, სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე – ლია ჩხოტუა, მედდა – თეა ჭედია და პაციენტი – ნორა ხასაია ადგილზე გარდაიცვალნენ…

მრავალმხრივი ტრამვებით გალის საავადმყოფოში გადაყვანილნი არიან: ,,მერსედესის,, მძღოლი ბადრი ქობალია, დაღუპული პაციენტის ნორა ხასაიას მეუღლე (რომელიც ასევე სასწრაფოს მანქანაში იმყოფებოდა) და სასწრაფოს მძროლი ნიკოლაი დროგანი.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია–ყოჩაღ ბიჭებო!!!
შემდეგი სტატიაპრეზიდენტ მუგაბეს სკლეროზი დაეწყო და ერთი თვით ადრე გაკეთებული განცხადება ხელახლა წაიკითხა…