გაათავისუფლებენ თუ – არა გიგი უგულავას პატიმრობიდან, 5 საათზე გახდება ცნობილი

გაათავისუფლებენ, თუ არა გიგი უგულავა პატიმრობიდან ეს 17 საათზე გახდება ცნობილი.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლოში სხდომა ამ საკითხზე სწორედ 17 საათზე ჩაინიშნა.

სხდომას მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, რომელიც 3 მოსამართლისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოს გიგი უგულავას ადვოკატებმა მიმართეს განეხილათ საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილება რომელმაც გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

თავად გიგი უგულავა ამ წუთებში რიყისა და ტელეკომპანიის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომას ჯერ კიდევ პატიმრის ამპლუაში ესწრება.

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ