ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილი დაწვეს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 188-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება, რამ გამოიწვია ეს ფაქტი. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.
გარდა ამისა, შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩაჩანიძის მეზობლად მცხოვრები თითქმის ყველა მამაკაცი დაკითხეს და მათზე პოლიციის ძალადობა განხორციელდა.

banner
წინა სტატიაში,,ღარიბაშვილი და პუტინის შეხვედრა შესაძლოა დერეფანში ან სადილზე მოხდეს”
შემდეგი სტატიაგალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში ვითარება ისევ დაიძაბა