ბიძინა ივანიშვილი: ელგუჯა ხოკრიშვილმა გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა თავი

მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები

ელგუჯა ხორკიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ორგანიზაცია “მოქალაქის” და “2030-ის” მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი წავიდა.
“მახსოვს მას ბრალდებები რომ წაუყენეს ბილეთებთან დაკავშირებით, როგორი პასუხი გასცა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი წავიდა. ამ კაცმა გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა თავი. ვერ მოახერხა ოჯახის გადმოყვანა და ოჯახს უერთდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი სტანდარტის მინისტრი გადის მთავრობიდან, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესისთვის, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ოჯახი დააყენა წინ. წავიდა და გაერთიანდა ოჯახთან, სადაა აქაც კითხვები? ეს ნორმალური პროცესია. ერთი კაცი ავად გახდა, მეორე კაცს ოჯახთან გაერთიანება მოუნდა და ახსნა. რატომაა ამდენი აჟიოტაჟი? რატომ შფოთავთ ასე?”, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია.
მისივე თქმით, ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, კითხვები არ იქნებოდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ისინი დღეს საფრთხეს უქმნიან საქართველოში სტაბილურობას
შემდეგი სტატიამინისტრობის კანდიდატები 15 საათზე კანცელარიაში დასახელდება