2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, 29 ივნისს შევა. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით გრაფიკი შედგება, თუ როდის უნდა იყოს განხილული კომიტეტის სხდომებზე. “კომიტეტებში განხილვების შემდეგ, ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უკან მთავრობას დაუბრუნდება, – განაცხადა მეჭიაურმა.
ბიუჯეტის ხარჯები 140 მილიონი ლარით შემცირდება.