გორის რაიონის სოფელ დიციდან გატაცებული 36 წლის გოჩა ბერუაშვილი გათავისუფლებულია

გორის რაიონის სოფელ დიციდან გატაცებული 36 წლის გოჩა ბერუაშვილი სამდღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულია. უკანონო პატიმრობაში მყოფი უკვე საკუთარ სახლში იმყოფება.

ის რუსმა ოკუპანტებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როცა მამაკაცი თივას აგროვებდა. ის ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულეს და ამ ხნის განმავლობაში ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა.

გათავისუფლების შემდეგ ბერუაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ოდესაში მიდიან და მომავალი კვირის სხდომებს არ დაესწრებიან
შემდეგი სტატიაბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში სავარაუდოდ 29 ივნისს შევა