ბანგლადეშში ათეისტი ბლოგერი დანებით აჩეხეს

ბანგლადეშში ათეისტი ბლოგერი დანებით აჩეხეს

ბანგლადეშში ათეისტი ბლოგერი დანებით აჩეხესბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში დანებით შეიარაღებულმა ჯგუფმა ათეისტური შეხედულებების გამო ბლოგერი ავიჯიტ როი დანებით აჩეხა.
როის, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა, ორმაგი, ამერიკული და ბანგლადეშური მოქალაქეობა ჰქონდა. ის საკუთარ ცოლთან ერთად წიგნების ბაზრობიდან ბრუნდებოდა, როცა დანებით შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფი თავს დაესხა.
როის მეუღლეს მრავლობითი ჭრილობები აქვს, მაგრამ გადარჩა. თავდამსხმელთაგან ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
პოლიციამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ადგილობრივ ისლამისტურ ჯგუფთან მიმართებაში, რომელმაც მკვლელობაზე თანხმობა განუცხადა საკუთარ წევრებს.
დაკაში ასობით სტუდენტი შეიკრიბა ავიჯიტ როისთან გამოსამშვიდობებლად.
როის ნათესავები აცხადებენ, რომ ის რეგულარულად იღებდა მუქარებს საკუთარ ბლოგზე „თავისუფალი გონება,“ რომელიც ბენგალურ ენაზე ჰქონდა და სადაც ის ათეიზმის და სოციალური პოლიტიკის შესახებ წერდა.
პარასკევს საიტი უკვე მიუწვდომელი იყო.
რამდენიმე დღის წინ როიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ათეიზმის დასაცავი პოსტი დადო და მას რაციონალური კონცეფცია უწოდა.
პოლიციის განცხადებით, როის და მის მეუღლეს მაშინ დაესხნენ თავს, როცა ისინი ჩაის ჯიხურისკენ მიდიოდნენ. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბანგლადეშში მსგავსი სახის მუქარები ხშირად ისმის მწერლებისა და ბლოგერების მისამართით.
1990-იან წლებში ქვეყანა ცნობილმა მწერალმა ტასლიმ ნასრინმა მას შემდეგ დატოვა, რაც მის მიმართ მუქარები გახშირდა.
„ტერორისტები აკეთებენ იმას, რაც უნდათ. მათთვის ადამიანის მოკვლა არაფერს ნიშნავს“ დაწერა მან ავიჯიტ როის მკვლელობს შემდეგ საკუთარ ბლოგზე.

timer.ge

banner
წინა სტატიაშისაქართველოში სომხეთიდან იმპორტირებულ, თურქული წარმოების ქათმის ხორცში პათოგენები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაპოპ მომღერალ ჰარი გლიტერს პედოფილიისთვის 16 წელი მიუსაჯეს