აშშ რუსეთს მზვერავი-თვითმფრინავის დაჭერის გამო აკრიტიკებს

აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ ოფიციალურ საჩივარს შეიტანენ რუსეთის წინააღმდეგ რუსი სამხედროების მიერ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის დაჭერის გამო, რომელიც 7 აპრილს ბალტიის ცაზე მოხდა.
აშშ-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ევროპაში წარმომადგენლის თქმით, ამერიკული თვითმფრინავი დაჭერის მომენტში საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იყო.
ამერიკელმა სამხედროებმა დაჭერას „არა უსაფრთხო“ და „არაპროფსიონალური“ უწოდეს.
„არაპროფესიონალურ დაჭერას დიდი ალბათობით შეეძლო ამერიკული ეკიპაჟისთვის ზიანის მიყენება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ცალკეული მფრინავის გაუფრთხილებელ მოქმედებებს ნეგატიური შედეგის დადგომა შეუძლია“ – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა მარკ რაიტმა.
რუსეთის თავდაცცვის მინიტრმა თავის მხრივ ტქვა, რომ რუსი მფრინავის მოქმედება სავსებით გამართლებული იყო.
ბოლო დღეებში ნატომ, რომელიც ბალტიის ქვეყნებში იმყოფება არა ერთხელ განაცხადა რუსი სამხედროების ბალტიის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.
ესტონეთი, ლატვია და ლიტვა შეშფოთებული არიან იმითაც, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შემდეგ რუსეთი ხშირად აწარმოებს სამხედრო სწავლებებს ბალტიისპირელი მეზობლების საზღვარზე.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ატომური სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაზურაბ ადეიშვილის ადვოკატს ინტერპოლიდან, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ძებნის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია