თურქეთში ატომური სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ

დღეს თურქეთის ქალაქ მერსინთან ახლოს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას, ჩაეყარა საფუძველი…

სადგურის  მშენებლობის  საძირკვლის ჩასხმის ცერემონიაზე, რომელსაც სამხრეთ კორეული კომპანია ანხორციელებს, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი თანერ ილდიზი და სხვა ოფიციალური პირები ჩავიდნენ, რომელთაც მშენებლობასთან ახლოს სადგურის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა  საპროტესტო აქცია დახვდათ…

ჟანდარმერიის სპეცრაზმელებმა, აქციის მონაწილეებს მშენებლობის ადგილამდე მისვლის საშუალება არ მისცეს… მათ ცერემონიის ადგილთან მიახლოება აუკრძალეს ოპოზიციური რესპუბლიკური  პარტიის წევრსა და პარლამენტის დეპუტატს მერსინის ოლქიდან აიტუღ ატიჯის, რასაც აქციის მონაწილეებსა და ჯანდარმერიას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა…

თურქული წყაროების ცნობით საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება…

banner
წინა სტატიაშითვითმფრინავის საბარგულში ჩაძინებული მტვირთავის გამო საგანგებო დაშვება განხორციელდა
შემდეგი სტატიააშშ რუსეთს მზვერავი-თვითმფრინავის დაჭერის გამო აკრიტიკებს