აშშ-მ სააკაშვილს ოდესაში დახმარების გაწევა აღუთქვა

აშშ-მ სააკაშვილს ოდესაში დახმარების გაწევა აღუთქვა

აშშ-მ სააკაშვილს ოდესაში დახმარების გაწევა აღუთქვაოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუბერნიაში ახალი ტიპის პოლიციის შესაქმნელად ადგილობრივ ძალოვნებს კალიფორნიის პოლიციელები გაუწევენ დახმარებას – ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დადო განცხადება უკრაინაში აშშ-ს ელჩთან ჯეფრი პაიეტთან შეხვედრის შემდეგ.

გარდა ამისა, აშშ-ს ,მთავრობამ გუბერნატორის ახალი გუნდის დაფინანსებაც გადაწყვიტა.
როგორც კიევში აშშ-ს საელჩოს გვერდზეა ნათქვამი, აშშ ოდესას ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ახალი საპატრულო მანქანების და სისტემის ჩამოსაყალიბებლად. სავარაუდოდ, კალიფორნიის საგზაო პოლიციის თანამშრომლები ივნისში ესტუმრებიან ოდესას.
ოდესაში, კიევში, ლვოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ახალი საპატრულო პოლიციის შესაქმნელად დახმარება 15 მილიონ დოლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: ჩვენმა ქვეყანამ ამ მთავრობის პირობებში დაკარგა 7 მილიარდი ლარი
შემდეგი სტატიაერევანი: დაკავებულები გათავისუფლებული არიან