აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმინისტრმა არტურ მიქვაბიამ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებს ახალი ვიცე-პრემიერი დიმიტრი სერიკოვი წარუდგინა და მასზე, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მენეჯერზე და ფინანსისტზე ისაუბრა, რომელიც მექვაბიას აზრით დიდ რეზულტატს მოუტანს აფხაზურ მთავრობას…
მოსკოვში დაბადებული, გაზრდილი და განათლება მიღებული სერიკოვი აფხაზური დე-ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერობამდე ,,აკვაფონ ჯიესემის,, გენერალური დირექტორი იყო… ხოლო მანამდე მოსკოვში ,,მეგაფონისა,, და სხვა კომუნიკაციური რუსული კომპანიების მენეჯერი გახლდათ.