ასფალტში მთვრალი ინდოელი ცოცხლად ჩამარხეს

ასფალტში მთვრალი ინდოელი ცოცხლად ჩამარხეს

ასფალტში მთვრალი ინდოელი ცოცხლად ჩამარხეს ასფალტში მთვრალი ინდოელი ცოცხლად ჩამარხეს- ამის შესახებ The Times of India იტყობინება. ინციდენტი მადხია-პრადეში მოხდა.
45 წლის ლატორი ბარმანი მეუღლესთან ერთად საყიდლებზე გაემგზავრა. ცოლი მშობლებთან დარჩა, თვითონ კი საკუთარ სოფელ კხადრაში ბრუნდებოდა. გზად ალკოჰოლის მაღაზიასთან გაჩერდა. გზის გადასვლისას, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ გამაფრთხილებელი ნიშნები არ იყო, მთვრალი ბარმანი ორმოში ჩავარდა და დაიძინა.

დილით მოსულმა მუშებმა მძინარე მამაკაცი ვერ შენიშნეს, მას ასფალტი დააყარეს და გაასწორეს. განგაში ადგილობრივმა მცხოვრებლემა ატეხეს, რომლებმაც ასფალტიდან გამოყოფილი ხელი შეამჩნიეს.

გვამის ეკსგუმაციის შემდეგ სოფლის მცხოვრებმა გზა გადაკეთეს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. ისინი პოლიციასთან შეხვედრის შემდეგ დაიშალნენ, რომელიც ადგილობრივებს მომხდარის გამოძიებას დაპირდა.

banner
წინა სტატიაშისტალინიზმის გამართლების წინააღმდეგ კანონპროექტი
შემდეგი სტატიაბექა ბასილაია: გიგი უგულავა არის მხნედ და ბრძოლის განწყობაზე