ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრული დაშავდა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც არის.

არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ საპატრულო ავტომანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. აზერბაიჯანული ნორმებით მოძრავ მანქანაში 5 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს პატრულის თანამშრომელიც.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“აქ მოსული მეხანძრეები წყალს ადგილობრივებს თხოვდნენ”
შემდეგი სტატიამდინარე მტკვარში სამი ახალგაზრდა დაიხრჩო