საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეფასებით, ადამიანმა დაკარგა ორიენტირი, თუ რომელ მხარეს უნდა იყოს – სიკეთის თუ ბოროტების.
“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. შეიძლება ითქვას, ვცხოვრობთ შფოთვიან დროს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს დაუპირისპირდა. ადამიანმა დაკარგა ორიენტირი, თუ რომელ მხარეს უნდა იყოს – სიკეთის თუ ბოროტების მხარეს. სახარებიდან მოისმინეთ, როცა ბოროტი სულით შეპყრობილნი იესო ქრისტესთან მივიდნენ. ბოროტი სულები მაცხოვარს ეხვეწებიან, მისცეს უფლება, ღორების კოლტში შევიდნენ. იქვე ახლოს ღორები ძოვდნენ. ბოროტი სულები მართლაც შევიდნენ ღორების კოლტში, ღორების ხროვა გაექანა და დაიხრჩვნენ ზღვაში. კატარინელი მოსახლეობა, იმის მაგივრად, რომ მაცხოვრისთვის მადლობა შეეწირათ, იესო ქრისტეს ეხვეწება, რომ მათი ქალაქიდან წავიდეს. ასეთია ადამიანი. ასეთი სუსტია ადამიანი”, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.