სამწუხაროა, რომ სტიქიის შედეგად დაუზღვეველი ავტომობილების თანხობრივი ანაზღაურების თემა კვლავ ღიად რჩება

საკრებულოს ფრაქცია “ნაციოლნალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სტიქიის შედეგად დაუზღვეველი ავტომობილების თანხობრივი ანაზღაურების თემა კვლავ ღიად რჩება, – ამის შესახებ აბესაძემ საკრებულოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი დამტკიცდა.
როგორც მან აღნიშნა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ წესი ბოლომდე იყოს მორგებული დაზარალებულების ინტერესზე.
“არ გაითვალისწინეს ჩვენი შენიშვნები ვადების საკითხთან დაკავშირებით, ასევე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დაუზღვეველი ავტომობილების თანხობრივი ანაზღაურების საკითხი. ვიცე-მერისგან ჩვენ მოვისმინეთ პოზიცია, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ფულადი რესურსი იქნება. იმ პირობებში, როდესაც 9 მილიარდს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო 912 მილიონს თბილისის ბიუჯეტი და საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს საკითხი კვლავ ღიად რჩება”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელი ავიავიზიტორების რაოდენობის კუთხით შარშანდელივით წარმატებული იქნება
შემდეგი სტატიაადამიანმა დაკარგა ორიენტირი, თუ რომელ მხარეს უნდა იყოს – სიკეთის თუ ბოროტების