ილია მეორე – შრომის გარეშე არაფერი გამოვა

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

ღმერთმა ისეთი სამშობლო მოგვცა, რომ ჩვენზე ბედნიერი დედამიწაზე არავინ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ მრევლს დღეს შრომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოვა. “ადამიანი დღეს უფრო მომხმარებელია და არა შემოქმედი, არა გამკეთებელი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიშრომოთ, შრომის გარეშე არაფერი გამოვა. შრომა საჭიროა, აუცილებელია ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სხვა შრომა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროდუქტების სიუხვე და სხვა სიუხვე იყოს საქართველოში. ღმერთმა ისეთი სამშობლო მოგვცა, რომ ჩვენზე ბედნიერი არავინ უნდა იყოს დედამიწაზე”, – აღნიშნა ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიადამიანმა დაკარგა ორიენტირი, თუ რომელ მხარეს უნდა იყოს – სიკეთის თუ ბოროტების
შემდეგი სტატიასაბერძნეთის რეფერენდუმში ,,არას,, მომხრეები ლიდერობენ