ხელისუფლებამ საკუთარი უნიათობა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია თებერვალი 2, 2015 14:56

ხელისუფლებამ საკუთარი უნიათობა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, დღეს ხორციელდება წინასწარ გამოცხადებული დაკავებების ქრონიკა და ეს გადაწყვეტილებები მიიღეს იმ დღესვე, როდესაც მიხვდნენ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს ვერ გახსნიდნენ.
ასე გამოეხმაურა გივი თარგამაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საკითხს. როგორც გივი თარგამაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ საკუთარი უნიათობა კიდევ ერთხელ გადაფაროს, ეს სპექტაკლი დაგეგმეს, რომელიც, საბოლოო ჯამში, არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ოჯახებს დააზარალებს, არამედ საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანაში პოლიციურ სისტემას. როგორც გივი თარგამაძემ აცხადებს, ამ სისტემაზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს შეტევა უკვე თვეების მანძილზე.
“ხორციელდება შეტევა სპეცრაზმის თანამშრომლებზე. უმეტესობა მათგანი ჯერ კიდევ გუშინ იყვნენ მოქმედი თანამშრომლები. მათ გუშინ დააწერინეს პაკატები სისტემიდან წასვლაზე. მათ აკავებენ იმის გამო, რომ თავის დროზე შეასრულეს ბრძანება, თავისი მოვალეობა, ეს არის პოლიციის ბირთვი, მათ შორის მოქმედი პოლიციისაც. ეს არის დარტყმა პოლიციაზე, რომელსაც სისტემა უბრალოდ ვეღარ გადაიტანს. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ გადაფარონ თავიანთი უნიათობა, იმის გამო რომ ვერ ხსნიან იური ვაზაგაშვილის მკვლელობას. ეს მიუძღვნეს ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეს, რომელიც 9 თებერვალს არის და ასე ვთქვათ, გარკვეული მსხვერპლშეწირვის რიტუალი ჩაატარეს. არ ვიცი რამდენიმე რამ უნდა შესწიროს ამ ქვეყნის სისტემის ნაწილებიდან ივანიშვილმა საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებას. ეს არის ალბათ საკითხავი, მაგრამ ვარწმუნებ, ეფექტი იქნება სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რასაც გეგმავენ”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისივე თქმით, პოლიცია არის ერთიანი სტრუქტურა, რასაც ამ დრომდეც ვერ მიხვდა ხელისუფლება. თარგამაძის განცხადებით, ყველა ასეთ შემოტევაზე პოლიცია რეაგირებს ერთიანად.
“აქამდე თუ უბრალოდ მოტივაცია დაკარგული იყო თითოეული პოლიციელის, ახალი ხელმძღვანელობის დამოკიდებულების გამო, დღეს ისინი იქნებიან შეკრულები თავდაცვითი ღონისძიებებისთვის და ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ მათ უწევთ საკუთარი თავის დაცვა ქვეყნის ხელისუფლებისგან. ეს არის სისტემური კატასტროფა”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
კითხვაზე, თუ რომელმა სპეცრაზმელმა დაწერა გუშინ პატაკი და რამდენი ასეთი სპეცრაზმელია, გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ესენი არიან ალელიშვილი და ციმაკურიძე. თარგამაძე ამბობს, რომ დეტალები ამ დრომდე ზუსტდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ რამდენი არის ზუსტად დაკითხვაზე დაბარებული და რამდენი იყო მათ შორის ჯერ კიდევ გუშინ მოქმედი სპეცრაზმელი.

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია თებერვალი 2, 2015 14:56
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


33,690
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics