მანანა კობახიძე – რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე უარი არ გვითქვამს

news
: news იანვარი 30, 2015 16:39

მანანა კობახიძე – რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე უარი არ გვითქვამს

მნიშვნელოვანი

  • კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებაზე ამ ეტაპისთვის საუბარი არ არის და გაგრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.

კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებაზე ამ ეტაპისთვის საუბარი არ არის და გაგრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გარკვეულ უზუსტობას.

“თამარ ბერუჩაშვილი საკუთარ განცახდებაში ალბათ იმას გულისხმობდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარასინ-აბაშიძის დიალოგი აქტიურად არ გაგრძელებულა. რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე უარი არ გვითქვამს. ეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია, პოლიტიკური რეალობა და რეჟიმი, რაც რუსეთთან გვაქვს და რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს. მეორეა, ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები, რომლის თაობაზეც შემდგარია კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი. ამ ეტაპისთვის, ამ ფორმატის გაუქმებაზე საუბარი არ არის და ის გაგრძელდება. ვფიქრობ, ამ მხრივ გარკვეულ უზუსტობას ჰქონდა ადგილი და ლაპარაკი საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ არის”, – აცხადებს მანანა კობახიძე.

news
: news იანვარი 30, 2015 16:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics