კადიროვმა მოსახლეობას მოუწოდა Instagram-ით არ ისარგებლონ

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, რომელიც დიდი ნახია ინტენსიურად იყენებს Instagram-ს, მომხმარებლებს მოუწოდა არ გამოიყენონ ამერიკული სოციალური ქსელები და მოიხმარონ რუსული ინტერნეტ პროდუქტები.
„მთელი რუსეთი ამერიკულ სოციალურ ქსელებშია გაწევრიანებული და მათი პროდუქტების ღირებულების გაზრდას უწყობს ხელს, მაშინ, როცა ჩვენი vkontakte.ru არაფრით არის ნაკლები. მოდით, თანდათანობით გადავიდეთ მასზე“ – დაწერა მან თავის გვერდზე.
გარდა ამისა, მისი თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალმა რუსულმა სმარტფონმა YotaPhone 2, რომელსაც აასევე ურჩევს რუს მომხმარებელს: „მეამაყება ჩვენი გამოგონება და თქვენც გირჩევთ მომავალში იყიდოთ არა iPhone, არამედ YotaPhone 2, მხარი დავუჭიროთ საკუთარ წარმოებას, მით უმეტეს, როცა საუბარია საუკეთესო ნივთზე.“
მან, სხვათა შორის, აღნიშნა, რომ ახალი რუსული სმარტფონი მას მისმა ნაცნობმა და ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა აჩუქა.
YotaPhone 2-ი ამერიკული კომპანია Qualcomm-ს პროცესორებს იყენებს და აეწყობა ჩინეთში.

banner
წინა სტატიაშიFacebook-მა და Instagram-მა მუშაობა აღადგინეს
შემდეგი სტატიამედიის წარმომადგენლები მაუწყებელთა შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ